суббота, 10 декабря 2011 г.

ბუნება და ადამიანი


1.პროექტის  სახელწოდება:  ბუნება და ადამიანი.
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაუფრთხილდნენ ბუნებას და დაიცვან იგი.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლე არ ანაგვიანებს გარემოს. იკვლევენ რამ შეიძლება დააბინძუროს წყალი , ჰაერი, ნიადაგი. მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ჯიშის ნერგების გაზრდის შესახებ. რა უარყოფითი  გავლენა შეიძლება იქონიოს ტექნოლოგიების განვითარებამ დედამიწაზე. 
4.პროექტის მიზნები:  მოსწავლეებმა შეიყვარონ ლამაზი ბუნება და არ დააბინძურონ ის. დარგონ ნერგები და არ გაანადგურონ ტყე.
5. მონაწილეთა ასაკი:  6- 17 წელი.
6. ვადები\ ხანგრძლივობა:  12 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები:  ბუნებაში არ დაყრიან ნაგავს. მოინახულებენ ნაკრძალებს. დაათვალიერებენ ბოტანიკურ ბაღს. სკოლის ეზოში დარგავენ ნერგებს, არ დააზიანებენ ხეებს.
8. პროექტისთვის საჭირო რესურსები:  ენციკლოპედიები, გეოგრაფიული, ბიოლოგიური,  ისტორიული, ფიზიკური, სახელმძღვანელოები. ნერგები. ბიბლიოთეკა. ი ნ ტ ე რ ნ ე ტ ი.
9. საგნებთან\ საგნობრივ ჯგუფებთან\  ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია , ფიზიკა , გეოგრაფია, ისტორია, მათემატიკა, ქიმია.
ინფორმაციის მოპოვება, ისტ-ის საშუალებების გამოყენება.
10. პროექტის ხელმძღვანალი:
თამარ ნარიმანიძე- დუშეთის სსიპ სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.1

11ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarnarimanidze@gmail.com
12. პროექტის ვებ- გვერდი\ ბლოგი:

ფუნქციის თვისებები


გაკვეთილის თემა
ფუნქციის თვისებები
სწავლების საფეხური\ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
საბაზო საფეხური      IX კლასი   მათემატიკა
მოსწავლეთა რაოდენობა
8 მოსწავლე
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლე აღწერს მოცემული ფუნქციისთვის ფუნქციის მნიშვნელობას, ნულებს, უდიდეს და უმცირეს მნიშვნელობებს,ზრდადობას, კლებადობას,  ნიშანმუდმივობის შუალედებს
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი\ ინდიკატორები
მოსწავლე ახდენს გრაფიკის თვისებების ინტერპრეტირებას, სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გასაანალიზებლად
თანამიმდევრობა
   შევდივარ კლასში, ვესალმები მოსწავლეებს, ვკითხულობ მოსწავლეთა სიას, ვინც არ არის ჟურნალში საკლასო გრაფაში იმ მოსწავლის გასწვრივ ვწერ „არა“-ს.
   მოსწავლეებს ვუმოწმებ დავალებებს, თუ რომელიმემ დავალებაში რაიმე  ვერ გაიგო, ის მოსწავლე გამყავს დაფასთან და კლასთან ერთად ვხსნით მოცემულ სავარჯიშოს. საშინაო დავალების გრაფაში შემაქვს დავალების შეფასებები.        5-6 წთ.
    გაკვეთილის ახსნისას ვიყენებ სწავლა- სწავლების სამფაზიან მოდელს.
   მოსწავლეებს ვუსვავ კითხვებს: 1. ფუნქციის მოცემის რამდენი ხერხი არსებობს?
  სავარაუდოპასუხი: ფუნქცია მოცემული შეიძლება იყოს ფორმულით, ორუცნობიანი განტოლების სახით,ცხრილით და გრაფიკის საშუალებით.
   2. რა სიმრავლეს ეწოდება ფუნქციის    განსაზღვრის არე?
   რა სიმრავლეს ეწოდება ფუნქციის მნიშვნელობათა არე?
      მოსწავლეებს მოვახსენებ, რომ დღევანდელ გაკვეთილზე ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ ფუნქციის გრაფიკულად  მოცემის ხერხზე.
    მოსწავლეებს დაფაზე  ვუხაზავ გრაფიკს, სადაც მოცემული გვექნება, როგორც ზრდადობის შუალედი, ასევე კლებადობის შუალედი.   I  შუალედიდან ვაკვირდებით ორწერტილს , თუ არგუმენტის გაზრდით ფუნქციის მნიშვნელობაც იზრდება , ამ შუალედში ფუნქცია ზრდადია.    II შუალედიდან ვიღებთ ორ წერტილს , თუ არგუმენტის გაზრდით ფუნქცია კლებულობს, მაშინ ამ შუალედში ფუნქცია კლებადია.
    ფუნქცია რომელ შუალედშიც იღებს დადებით მნიშვნელობებს,ამ შუალედებს დადებითობის შუალედი ჰქვია, ხოლო თუ უარყოფით მნიშვნელობებს იღებს, მას უარყოფითობის შუალედი ჰქვია.
    მოსწავლეებს ვეკითხები X-ის რა მნიშვნელობებისთვის იღებს ფუნქცია ყველაზე მაღალ მნიშვნელობებს . ასახელებენ X-ის მნიშვნელობას , განვმარტავთ , რომ ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობა არის ფუნქციის ის მნიშვნელობა, რომელსაც არ აღემატება ფუნქციის ნებისმიერი მნიშვნელობა.
  შემდეგ მოსწავლეები ასახელებენ X-ის იმ მნიშვნელობას , როცა ფუნქცია იღებს  ყველაზე დაბალ მნიშვნელობას და ვეუბნებით , რომ ფუნქციის უმცირესი მნიშვნელობა არის ის მნიშველობა, რომელზე ნაკლებიც არ არის ფუნქციის ნებისმიერი მნიშვნელობა.
   ვპოულობთ ფუნქციის იმ მნიშვნელობებს , როცა ფუნქცია ნულის ტოლია და ვხსნით, რომ ფუნქციის ნული ეწოდება არგუმენტის იმ მნიშვნელობას , რომლისთვისაც ფუნქციის მნიშვნელობა ნულია. F(X)=0
  ვსვავ საკონტროლო კითხვებს: 1) რა შუალედს ეწოდება ფუნქციის ზრდადობის შუალედი?   2)რა შუალედს ეწოდება კლებადობის შუალედი? 3) რას ეწოდება ფუნქციის ნული? 4) რას ეწოდება ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობა? 5) რას ეწოდება ფუნქციის უმცირესი მნიშვნელობა? 6) რას ეწოდება დადებითობისა და უარყოფითობის შუალედი?                      20 წთ.
     ვიხილავთ გაკვეთილის ამოცანებში N-3 N4 N6. მოსწავლეები მოცემულ გრაფიკებზე მოსწავლეები მპასუხობენ კითხვებზე, რომლებიც ახალ გაკვეთილში განვიხილეთ.           5 წთ.
     მოსწავლეებს დავაწყვილებ ; ერთ ჯგუფში მოვახვედრებ ერთ სუსტს, მეორეს ძლიერს, თუმცა ამ კლასში თითქმის ყველა კარგად აზროვნებს და შეიძლება თავიანთი სურვილის მიხედვით დავაჯგუფოთ. 4 კომპიუტერთან დავსხავ წყვილ- წყვილად. კომპიუტერში შექმნიან განსხვავებულ გრაფიკებს. ამ გრაფიკების მიხედვით დამიწერენ რომელ შუალედებშია ზრდადი და კლებადი ფუნქცია , დადებითობისა და უარყოფითობის შუალედებს, ფუნქციის ნულებს, ასევე უდიდეს და უარყოფით მნიშვნელობებს. მოსწავლეები წინასწარ შეთანხმდებიან რომელი წარმოგვიდგენს ნამუშევარს.                                                               10 წთ.
      მოსწავლეებს ვაჩვენებ რაიმე გულისცემის ნახაზს ე.წ. კარდიოგრამას. , სადაც გვაქვს უამრავი უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობა, ზრდადობისა და კლებადობის შუალედები.    1 წთ.
       მოსწავლეებს შეფასებებს, გაკვეთილზე ყველა აქტიურია და შეიძლება ყველანი შევაფასოთ.                     1 წთ.
      საშინაო დავალებად მივცემ:  გვ. 136        N 1, 2 , 5.
                                                           გვ 137       N 7 , 8 , 9.                                             
     დავალების ნომრებს ვუწერ დაფაზე.       1წთ.
    გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვეკითხები , რაიმე კითხვა ხომ არა აქვთ, გაკვეთილის, შეფასების, დავალების შესახებ. კითხვის არსებობის შემთხვევაში ვპასუხობ.              2 წთ.

შეფასება
     მოსწავლეებს ვაფასებ საშინაო დავალების , ჩართულობის,  წყვილებში  აქტიური  მუშაობის მიხედვით.
საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსები
   გაკვეთილზე გვჭირდება ოთხი კომპიუტერი, დაფა, ცარცი, მოსწავლის სახელმძღვანელოები.

                   დღე მეცხრე         დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა.ცოტას ვნერვიულობდი.  დიდი მადლობა ჩემს        კოლეგებს ამ ტრენინგი...